04:28 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-07 10:30:41, 584 ნახვა

საზოგადოება
7 მარტი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით. 7 მარტს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული შედარებით თბილი ჰაერის მასების გადმონაცვლებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით -2, +3°, დღისით +12, +17°; მთაში ღამით -4, +1°, დღისით +10, +15°; მაღალ მთაში ღამით -6, -1°, დღისით +8, +13°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -5, 0°, ზოგან +5°-მდე, დღისით +13, +18°; მთაში ღამით -6, -1°, დღისით +8, +13°; მაღალ მთაში ღამით -8, -3°, ზოგან -14°-მდე, დღისით +7, +12°.

თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +5, დღისით +17°.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics