20:46 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-07 00:14:10, 45999 ნახვა

ევროპის ამბები
ზელენსკი - პირველი პრიორიტეტი შეიძლება იყოს ცეცხლის შეწყვეტის სრულად დამყარება და კონტროლი ცაში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი მიესალმა დღეს ბრიუსელში ჩატარებულ სამიტს, სადაც მონაწილეობას ევროპის ლიდერები იღებდნენ. როგორც ზელენსკიმ განაცხადა, პირველი პრიორიტეტი შეიძლება იყოს ცეცხლის შეწყვეტის სრულად დამყარება და კონტროლი ცაში

 "დღეს ბრიუსელში ძალიან პროდუქტიული დღე იყო როგორც უკრაინისთვის, ისე მთელი ევროპისთვის, რადგან გაიმართა ევროპული საბჭოს სამიტი ლიდერების დონეზე. მქონდა კარგი შეხვედრები ევროკავშირისა და NATO-ს ლიდერებთან, ასევე სამიტის პარალელურად შევხვდი ემანუელ მაკრონს. მოვახერხეთ მრავალი დეტალის განხილვა. მადლობელი ვარ ყველა ლიდერის მხარდაჭერისთვის.

წარვადგინე ხედვა, რომ მშვიდობისკენ სწრაფი პროგრესი შესაძლებელია და ჩვენ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, გვესმის, რა ნაბიჯები შეაჩერებს ომს, უზრუნველჰყოფს უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს სამართლიან და მდგრად მშვიდობას. ვამზადებთ პრაქტიკულ წინადადებებს.

პირველი პრიორიტეტი შეიძლება იყოს ცეცხლის შეწყვეტის სრულად დამყარება და კონტროლი ცაში (რაკეტების, შორ მანძილზე მოქმედი დრონებისა და ბომბების თავდასხმების შეჩერება ენერგეტიკულ და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე), ასევე ცეცხლის შეწყვეტა ზღვაზე, რაც ნიშნავს შავი ზღვაში ყველა სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას და უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფას.

ჩვენ ამ საწყის ნაბიჯებს უფრო ფართო და ყოვლისმომცველი მოგვარების პროლოგად განვიხილავთ. ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს და უკრაინა მზადაა 24/7 იმუშაოს ჩვენს პარტნიორებთან აშშ-სა და ევროპაში მშვიდობისთვის.

მომდევნო ორშაბათს დაგეგმილი მაქვს ვიზიტი საუდის არაბეთში ტახტის მემკვიდრესთან შეხვედრისთვის. ამის შემდეგ, ჩემი გუნდი დარჩება საუდის არაბეთში, რათა იმუშაოს ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად. უკრაინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მშვიდობაა.

როგორც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვუთხარით, უკრაინა მუშაობს და გააგრძელებს კონსტრუქციულ მუშაობას სწრაფი და საიმედო მშვიდობის მისაღწევად." - ვოლოდიმირ ზელენსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics