12:28 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-02 13:05:26, 598 ნახვა

საზოგადოება
ნანუკა ჟორჟოლიანი - ოჯახებს, რომლებსაც ჩოხატაურში და ოზურგეთში სახლები დაეწვათ, 100-100 ათასი ლარი ჩაერიცხებათ
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ოჯახებს, რომლებსაც ჩოხატაურის რაიონის სოფელ ნაგომარსა და ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში სახლები დაეწვათ, 100-100 ათასი ლარი ჩაერიცხებათ. 

ჟორჟოლიანის თქმით, გურიაში - ლანჩხუთში, ჩოხატაურსა და ოზურგეთში გახსნილ შტაბებთან ფონდი დღეს დაასრულებს თანამშრომლობას და რესურსებს იმერეთისკენ მიმართავს.

 "ნაგომარაში რომ ბიჭს სახლი დაეწვა, მისთვის გახსნილ ანგარიშზე ჩაირიცხა  54 548. ასევე, ხანძარმა ღია ცის ქვეშ დატოვა შრომაში, გიორგი ჩიქოვანის ოჯახი. მივიღე გადაწყვეტილება, ბექასთვის ჩარიცხული თანხა შეივსოს და ორივე ოჯახს, რომლებიც ღია ცის ქვეშ დარჩნენ, თქვენგან ჩაერიცხოთ 100-100 ათასი ლარი", - წერს ჟორჟოლიანი.

 მისივე ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო გურიის მოსახლეობის დასახმარებლად გახსნილ ანგარიშზე სულ 382 360, საიდანაც დარჩენილია 251 742 ლარი. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების შემდეგ, დარჩენილი თანხა იმერეთში დაზარალებულ მოსახლეობას მოხმარდება.

"შტაბებით ძალიან ბევრი ადგილობრივი და ჩასული მოხალისე შეემატა ჩემი თანამებრძოლების სიას. მადლობა ყველას!  ახლა უკვე ბევრად მეტი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში, რომელსაც უნდა დავეყრდნო", - წერს ჟორჟოლიანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics