|
2025-02-21 16:35:01, 453 ნახვა
საზოგადოება
IPI - დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ვეტერანი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეს განცხადებით ეხმაურება, რომელსაც ამ მონაცემებით, 225 ჟურნალისტი, რედაქტორი, მედიამენეჯერი და 90 ორგანიზაცია აწერს ხელს, მოთხოვნა კი ვეტერანი ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაა. "ხელმომწერი ჟურნალისტები, "ნიუსრუმები", პრესის თავისუფლების ადვოკატები, ადამიანის უფლებადამცველები და ჟურნალისტური ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ვეტერანი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. [...] საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს მზია, მოხსნას მას არაპროპორციული ბრალდებები და ჩაატაროს დამოუკიდებელი გამოძიება მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ბრალდებებზე. ჩვენ მზია ამაღლობელის, მისი კოლეგების და საქართველოს ყველა დამოუკიდებელ ჟურნალისტის გვერდით ვდგავართ". - წერია განცხადებაში.
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)