11:41 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-12 18:27:46, 416 ნახვა

საზოგადოება
კახა კინწურაშვილი - სიტყვა ლტოლვილი ნელ-ნელა ქრება ჩვენს საზოგადოებაში და გვერქმევა დევნილი

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები "ქართული ოცნების" უყურადღებობას აპროტესტებენ, რის გამოც, დევნილთა თქმით, 44 წლის დევნილმა ზამირ კვეკვესკირმა თავი დაიწვა.

ადგილზე იმყოფებიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ხელოვანი ადამიანებიც.

ცოტა ხნის წინ ადგილზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა მსახიობმა, კახა კინწურაშვილმა, რომელიც აფხაზეთიდან დევნილია.

„დევნილი უნდა ყოფილიყო ჩუმად, უნდა ყოფილიყო მხოლოდ ელექტორატი და მას სხვა უფლებები არ უნდა ჰქონოდა ქვეყნის განვითარების ისტორიაში. ნელ-ნელა ვიკრებთ ძალას და ეს ძალიან მახარებს. ფაქტია, რომ სიტყვა ლტოლვილი ნელ-ნელა ქრება ჩვენს საზოგადოებაში და გვერქმევა დევნილი. რამდენად სასიხარულოა არ ვიცი, მაგრამ შეიძლება დავჯერდეთ.

ახალგაზრდა კაცმა წეღან გადაგვიღო ვიდეო. მე უბრალოდ მაინტერესებს, ვის გადაუღეთ ვიდეო, რა გაინტერესებთ. რამდენი ტრაგედიის ნახვა სურთ ძალოვანებს. მე პირადად გამიმართლა ცხოვრებაში და არ მომიწია დევნილთა სამინისტროს წინ თავის დაწვა. ეს ფაქტი, სამწუხაროდ, არ არის პირველი, მაგრამ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ეს იყოს უკანასკნელი.

დღეს ეს შენობა ცარიელია თანაგრძნობისგან, სოლიდარობისგან. ის სავსეა უსამართლობით და კორუფციით. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. ამ ყველაფერს დაასრულებს ჩვენი ერთობა, ხალხის ჩართულობა და საზოგადოების ფეხზე დგომა, რისი იმედიც მე ძალიან მაქვს. ჩემმა დეიდაშვილმა აღნიშნა, რომ დევნილებს ცეცხლი აღარ უნდა ეკიდოთ. ცეცხლი უნდა ეკიდოს ოლიგარქიას.“ - განაცხადა კინწურაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics