16:30 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-14 13:17:34, 504 ნახვა

ომი უკრაინაში
„გერმანია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, მათ შორის სამხედრო სფეროში“ - შოლცი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახედბ ინფორმაციას გერმანიის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, განხილვის თემა უკრაინაში არსებული სამხედრო და ჰუმანიტარული ვითარება იყო.

"ფედერალურმა კანცლერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის ურყევი და უცვლელი სოლიდარობა უკრაინის მიმართ რუსული აგრესიის ფონზე, რომელიც თითქმის 1 000 დღეა გრძელდება. მან უკრაინის პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის სამხედრო სფეროში, ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით",- ნათქვამია განცხადებაში.

შოლცთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია ზელენსკიმაც გაავრცელა.

ზელენსკის განცხადებით, გერმანიის კანცლერმა დაადასტურა, რომ IRIS-T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მე-6 პარტია უკრაინაში 2024 წლის ბოლომდე ჩავა.

"ჩვენ ასევე განვიხილეთ მომავალ წელს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება და გერმანიის მხრიდან საჰაერო თავდაცვის სისტემებით დამატებითი დახმარების პერსპექტივები",- განაცახადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics