20:29 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-27 14:56:48, 1078 ნახვა

მსოფლიო
სირიაში ზავის ამოქმედებიდან რამდენიმე საათში ტერაქტი მოხდა

სირიაში, ზავის ამოქმედებიდან რამდენიმე საათში ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფომრაციას „BBC“ ავრცელებს.

როგორც „BBC“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, დანაღმული ავტომობილი სირიის დასავლეთში მდებარე პროვინცია ჰამაში, ქალაქ სალამიაში აფეთქდა. არიან დაშავებულებიც.

ამასთან, სამშვიდობო ზავის ამოქმედების მიუხედავად, ვრცელდება ინფორმაცია ლოკალურ ინციდენტებზე. კერძოდ, სირიის ჩრდილო-დასავლეთში მოქმედმა ერთ-ერთმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ სამთავრობო არმიის თავდასხმის ობიექტი გახდა.

როგორც Reuters-ი სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წარმომადგენელზე, რამი აბდულრაჰმანზე დაყრდნობით იუწყება, მომხდარს ადგილობრივი მთავრობა გამოეხმაურა და განმარტა, რომ აფეთქება იმ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ზავის შეთანხმება არ მოქმედებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics