20:00 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-10 17:51:04, 688 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - გაბედული გადაწყვეტილებების გარეშე ტერორისგან დაცვა შეუძლებელია

ტერორისგან დაცვა შეუძლებელია გაბედული გადაწყვეტილებების გარეშე,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის განცხადებით, რუსული ტერორის სიტყვით შეჩერება შეუძლებელია.

„ამ კვირაში ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალები დღე და ღამე მუშაობენ უკრაინის ცის რუსული ტერორისგან დასაცავად. წუხელ, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ რეკორდული - 145 „შაჰიდი“ და სხვა ტიპის დრონი გამოიყენა. მთელი კვირის განმავლობაში, რუსეთმა 800-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი, დაახლოებით, 600 დრონი და თითქმის 20 სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვა.

ასეთი ტერორის სიტყვებით შეჩერება შეუძლებელია და ბავშვების მკვლელობისა და საყვარელი ადამიანების დაკარგვის დავიწყება უბრალოდ შეუძლებელია.

ტერორისგან დაცვა შეუძლებელია გაბედული გადაწყვეტილებების გარეშე - ეს ყველა ქვეყნისთვის ნათელია. სამართლიანობის გარეშე არ არსებობს ხანგრძლივი მშვიდობა და უკრაინისთვის საკმაოდ რეალისტურია ამის მიღწევა“, - წერს ზელენსკი ფეისბუქის“ გვერდზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics