12:49 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-17 15:30:54, 422 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს „გამარჯვების გეგმა“ წარუდგინა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის ლიდერებს "გამარჯვების გეგმა" წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს.

როგორც ზელენსკიმ ევროპული საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რუსეთის ნამდვილი დიპლომატიისთვის მომზადება და მისი იძულება „სამართლიანი მშვიდობისთვის“ მხოლოდ "გამარჯვების გეგმას" შეუძლია.

მისივე თქმით, თუ პარტნიორები "გამარჯვების გეგმას" მიჰყვებიან, ომის დასრულება შესაძლებელი გახდება არაუგვიანეს მომავალი წლისა.

"ჩვენ უკვე ჩავატარეთ ოთხი შეხვედრა "მშვიდობის ფორმულის" პუნქტებთან დაკავშირებით. დღეს საფრანგეთში მეხუთე იმართება. მადლობელი ვარ საფრანგეთის მისი ჩატარებისთვის. ნოემბერში ჩვენ შევიმუშავებთ სრულფასოვან დოკუმენტს "მშვიდობის ფორმულის" საფუძველზე და მას გავუზიარებთ ყველას, მათ შორის რუსებს, მშვიდობის სამიტზე",- განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics