15:13 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-22 11:46:41, 749 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო შშმ პირებს და ხანდაზმულებს 200 ეტლს გადასცემს

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2016 წელს სავარძელ-ეტლს 200 შშმ პირს და ხანდაზმულს გადასცემს.

სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა ცხოვრების ხარისხის და სოციალური ინტეგრაციის გაუმჯობესება.

„პროგრამა ითვალისწინებს ბენეფიციარებზე სავარძელ-ეტლების გაცემას, მორგებას, გამოყენებასთან დაკავშირებული სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევას, საგარანტიო მოსახურებას.

პრორგამა უკვე მესამე წელია სოციალური ვაუჩერის მეშვებით ხორციელდება, რაც ბენეფიციარს მისთვის სასურველი ეტლის არჩევის საშუალებას აძლევს. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 60,000 ლარს.

პროგრამის ფარგლებში სამინისტროს მიერ უკვე გაცემულია 26 ვაუჩერი. ამავე პროგრამის ფარგლებში სამინისტრომ 2015 წელს სავარძელ-ეტლი 220 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირს გადასცა“, - ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics