12:49 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-15 12:48:43, 545 ნახვა

რეგიონი
ომარ ტაკიძემ შუახევში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა

შუახევში, დაბის განვითარების პროექტის ფარგლებში, შ. რუსთაველის, თამარ მეფისა და ი. ჭავაჭავაძის ქუჩებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სამუშაო პროცესს, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ წევრ ფრიდონ ფუტკარაძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

"პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს შენობებისა და საცხოვრებელი სახლების  გარე ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები, სკვერის, ფანჩატურის, ბილიკების მოწყობა, ფერდსამაგრი კედლების ფილებით მოპირკეთება, სანიაღვრე არხების, კიბეებისა და სველი წერტილების რეაბილიტაცია.

სამუშაოები, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება 774 000 ლარამდე დაიხარჯება. მშენებლობაზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics