14:31 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-12 18:14:56, 610 ნახვა

სამხედრო
შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი დასრულდა

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსის დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი დაესწრო. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სწავლებაში მონაწილე ქართველ, უკრაინელ, თურქ, ლატვიელ და სომეხ სამხედროებს კურსის დასრულება მიულოცა და მათ მიერ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ქართულ შეიარაღებულ ძალებში საჩხერის სამთო მომზადების სკოლა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტის, რომელიც ასევე წარმატებით ვითარდება. დღეს ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით. სამხედროებმა საკმაოდ რთული ზამთრის მომზადების კურსი გაიარეს თოვლისა და მთის პირობებში თხილამურების გამოყენებით. ძალიან მიხარია, რომ აქ წარმოდგენილი იყვნენ სამხედროები უკრაინიდან, სომხეთიდან ლატვიიდან თურქეთიდან. მინდა ხაზი გავუსვა, რომ განათლების სარდლობის და სკოლის უფროსის დამსახურებაა ასეთი წარმატებული პროექტების განხორციელება. ძალიან ბევრი გაკეთდა და ბევრი რამ იგეგმება სამომავლოდ“,- განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

ღონისძიების დასასრულს სამხედროებს გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ლევან ბერიამ და საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაურმა, მაიორმა ივანე ცხადაძემ სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადასცეს. მონაწილეებმა ჯგუფის უფროსის კურსზე დასწრების რეკომენდაციაც მიიღეს.

ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის (PFP) ფარგლებში მიმდინარე კურსის მთავარ მიზანს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროების მიერ თოვლიან რელიეფზე სამთო ტექნიკის დახვეწა და ინსტრუქტორის დონეზე გადმოცემა წარმოადგენდა.

კურსის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებმა ისეთი ამოცანები შეასრულეს, როგორიცაა გაუკვალავ თოვლში სრიალი, თოკში ჩაბმული სრიალი, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა, გადარჩენა და ევაკუცია, ასევე უახლოეს სამედიცინო პუნქტამდე მიყვანა, თოვლში თავშესაფრის მოწყობა და ღამის გათენება, ზვავსაშიშ ადგილებში თოვლის საფარის შემოწმება და ზვავის რისკების დადგენა. კურსის პირველი ეტაპი კი ახალციხეში, ორფოლოს სასროლეთზე გაიმართა, სადაც სამხედროებმა მთიან რელიეფზე საშტატო იარაღიდან სროლის ტექნიკა დახვეწეს. სროლების დროს მათ მზის მდგომარეობის, ზღვის დონიდან სიმაღლის, ქარის მიმართულებისა და სიჩქარის, ასევე ტენიანობის გათვალისწინება მოუხდათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics