16:46 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 16:40:21, 645 ნახვა

სამართალი
კვერენჩხილაძე: ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული იმისათვის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება დაუყოვნებლივ განხორციელდეს

„ფაქტია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სამოქალაქო საზოგადოების და ზოგადად საზოგადოების ნდობით არ სარგებლობს“,  - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კვერენჩიხილაძემ აღნიშნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საზოგადოების ნდობით ვერ ისარგებლებს.

„პრეზიდენტმა თავის საპარლამენტო გამოსვლაში, სასამართლო ხელისფლებაში არსებულ პრობლემებზე და იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე დეტალურად ისაუბრა. მას, გარკვეული რეკომენდაციები და წინადადებები გააჩნია, შესაბამისად პრეზიდენტის გამოსვლა უბრალო ნათქვამად არ უნდა დარჩეს. ყველა ზომა უნდა მიიღონ იმისთვის, რათა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება დაუყოვნებლივ განხორციელდეს. ფაქტია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო სამოქალაქო საზოგადოების და ზოგადად საზოგადობის ნდობით არ სარგებლობს. შესაბამისად, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საზოგადოების ნდობით ვერ ისარგებლებს“,  - აღნიშნა კვერენჩხილაძემ.

მისივე განცხადებით, პრეზიდენტის მიმართვაში დასმული საკითხები, მთავრობის საკანონმდებლო ორგანოს, საპარლამენტო უმრავლესობის მონაწილეობით უნდა დამუშავდეს  და ყველა ზომა უნდა იქნეს მიღებული, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საბჭოს რეფორმირება.

„გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი მდგომაროებით, საბჭო შეუთავსებელ ორგანულ წინააღმდეგობაშია სამართლიანი მართლმსაჯულების იდეასთან“, -  განაცხადა კვერენჩხილაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics