2024-03-04 16:29:13, 887 ნახვა
რეგიონი
როლანდ ბერიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, პირველ მოადგილესთან იმედა ვასაძესთან ერთად, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, შეხვედრაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ჯანდაცვის პროგრამების შესახებ ისაუბრეს.
"რიგ პროექტებზე ტენდერი გამოცხადებულია და აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" გათვალისწინებული მოსახლეობასთან შეხვედრების შესახებ, რომელიც უახლოეს პერიოდში ყველა სოფელში გაიმართება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),