00:56 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-28 13:26:51, 2187 ნახვა

რეგიონი
აჭარაში 452 წარჩინებული მოსწავლე პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა – "ჩემი პირველი კომპიუტერის" ფარგლებში, საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის აჭარაში მცხოვრები 452 წარჩინებული მოსწავლე პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ქალაქ ბათუმისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა წარმატებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადასცეს.

"თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოსწავლეთა წახალისების პროექტი ყოველწლიურად ხორციელდება რომლის მიზანს წარმოადგენს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics