|
2023-10-31 11:02:19, 1032 ნახვა
რეგიონი
კასპში, სოფელ ოკამში გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. კასპის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 296 მეტრი სიგრძის გზის ასფალტბეტონის საფარის დაგება. „გზაზე ამჟამად რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს, რომლის სამუშაოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე მერის მოადგილესთან დავით ქისიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან ერთად გაეცნო. პროექტი რეგიონის განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ბესკო“ აწარმოებს. პროექტის განხორციელება ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების დროს არსებულ პრობლემას მოუგვარებს და მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)