23:28 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-10 13:17:43, 1084 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობა - მთავრობა უმაღლეს სასწავლებლებში საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტებს ფულად ჯილდოს გადასცემს

აჭარის მთავრობა უმაღლეს სასწავლებლებში საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტებს ფულად ჯილდოს გადასცემს. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად, უმაღლეს სასწავლებლებში 100% -70% გრანტით ჩარიცხულ პირველკურსელებს შეხვდა და აღნიშნული გადაწყვეტილება გააცნო.

სტუდენტები წახალისების მიზნით 2 000 და 1 000-ლარიან ჯილდოს მიიღებენ. წელს აჭარის რეგიონიდან 3 300-ზე მეტი აბიტურიენტი ჩაირიცხა სხვადასხვა უნივერსიტეტში, მათ შორის, 150 სტუდენტი 100%  და 70% გრანტით. აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობა ახორციელებს სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამებს როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე საზღვარგარეთ. სტუდენტების დაფინანსების პროგრამების ბიუჯეტი და შესაბამისად სტუდენტთა რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია.

რამდენიმე წელია მაღალმთიან აჭარაში ფუნქციონირებს სასწავლო ცენტრი აბიტურიენტებისთვის, სადაც ახალგაზრდებს საშუალება აქვთ დამატებით, უფასოდ გაიარონ კურსები სხვადასხვა საგანში. მნიშვნელოვანია, რომ ამ ცენტრების კურსდამთავრებულთა 80%-ზე მეტმა წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები.

აჭარის მთავრობა განათლების სამინისტროსთან ერთად  საზღვარგარეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში აფინანსებს სტუდენტების სწავლებას და სტაჟირებას. ასევე,  წარმატებულ სტუდენტებს მაღალმთიანი აჭარიდან, რომელთაც აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება და აკმაყოფილებენ პროგრამით გათვალისწინებულ სხვადასხვა კრიტერიუმს, უფინანსდებათ სწავლება საქართველოს უნივერსიტეტებში",- ნათქვამია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics