2023-06-28 09:48:11, 1187 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ მუსლიმ მრევლს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა
ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში ყურბან ბაირამთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლოცვა შესრულდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მუსლიმ მრევლს დღესასწაული მიულოცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მათი ცნობით, სადღესასწაულო ლოცვას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის და მუნიციპლიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
მათივე ცნობით, ყურბან-ბაირამი მუსლიმურ სამყაროში ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. მუსლიმები, ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს განსაკუთრებით ემზადებიან. ყურბან-ბაირამი მოძრავია და მარხვის დასრულებიდან 70-ე დღეს აღინიშნება.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),