02:45 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-23 16:56:54, 2147 ნახვა

რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტის ღია სივრცე საზოგადოებისთვის „ქალთა ოთახი“ და გენდერული თანასწორობის საბჭო კონკურსს აცხადებს

ქედის მუნიციპალიტეტის ღია სივრცე საზოგადოებისთვის "ქალთა ოთახი" და გენდერული თანასწორობის საბჭო აცხადებს კონკურსს "ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობა", რომლის მიზანია, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც შემდგომში განაპირობებს ქალთა აქტიურობასა და თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას. აღნიშნულ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, პროგრამის ბიუჯეტი 30 000 ლარს შეადგენს.

"კონკურსში მონაწილე პროექტის ღირებულება 500 – 4 500 ლარამდეა, ასევე პირის ან ჯგუფის თანამონაწილეობა პროექტის მთლიანი ღირებულების 20 % უნდა შეადგენდეს.

კონკურსით ისარგებლებს:

18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი ქალი ან ქალთა საინიციატივო ჯგუფი;

ფიზიკური პირი, რომელიც რეგისტრირებულია ქედის მუნიციპალიტეტში.

კონკურსში მონაწილეობა ეზღუდება:

პირს, რომელიც არის გასულ წელს ამ კონკურსში გამარჯვებული;

პირს, რომელსაც აქვს საბანკო დავალიანება, ყადაღა და რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში;

საჯარო მოხელე.

ბიზნეს-იდეის შევსების ფორმა იხილეთ ლინკზე:  https://we.tl/t-pjqCdugua6

განცხადების მიღების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 30 ივნისი 18:00 სთ.

განაცხადი უნდა შემოიტანოთ:

 ქედის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია;

ელ-ფოსტა:  keda.kancelaria@gmail.com

კონსულტაციის მიღება შესაძლებელია:

ლინკი: https://www.facebook.com/profile.php?id=100075460705",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics