04:31 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-17 17:21:07, 1247 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის უწყება - სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტის I კვარტალი 85,7%-ით შესრულდა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტის I კვარტალი 85,7%-ით შესრულდა. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამინისტროს საქმიანობის პირველი სამი თვის ანგარიში მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, პირველ მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტი 33 მილიონ ლარს აჭარბებს. გასულ წელთან შედარებით უწყების ფინანსური დოკუმენტი 13%-ით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და საქვეუწყებო დაწესებულებების პროგრამებით ისარგებლა 19 720-მა ბენეფიციარმა. 

"ყოველწლიურად მზარდია სამინისტროს პროგრამების ბიუჯეტი და შესაბამისად ბენეფიციართა რაოდენობა. მიმდინარე წელს დაინერგა მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული არაერთი პროგრამა, კერძოდ თვალის ბადურის მძიმე დაავადების მქონე პაციენტთა ძვირადღირებული მედიკამენტოზური მკურნალობა, ალკოჰოლის შედეგად გამოწვეული ქცევითი აშლილობის მკურნალობა, შშმ სტატუსის მქონე მშობელთა და ორსულთა ერთჯერადი მატერიალური დახმარება, მშობელთა სკოლა ორსულთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისათვის, ახალშობილთა მეტაბოლური სკრინინგი და დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობა სამუშაო იარაღებით უზრუნველყოფის გზით. მიმდინარე წელს, ასევე დავიწყეთ ინტენსიური თერაპიის მომსახურების თანაგადახდის დაფარვა, DRG მეთოდით განსაზღვრული საბაზისო ღირებულების ფარგლებში. უნდა აღინიშნოს, რომ აჭარაში სრულად ფინანსდება ონკო ქირურგია და გულის ქირურგია", -  აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

მიმდინარე წელს გაიზარდა ძვირადღირებული მედიკამენტების ,გულის, ძვლის ტვინის, ღვიძლის ტრანსპლანტაციების დაფინანსება და ბენეფიციართა რაოდენობა. სხდომაზე მინისტრმა ასევე ისაუბრა 2023 წელს დაგეგმილ სიახლეებზე და აღნიშნა, რომ  გაიზრდება საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახების ფინანსური დახმარება და შშმ პირთა დამხმარე საშუალებებს დაემატება საკორექციო ორთოპედიული ნაწარმი - ნებისმიერი დონის ორთეზი. ასევე დაგეგმილია გადაუდებელი ქირურგიული მომსახურების თანაგადახდის დაფინანსება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics