20:04 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-03 17:22:47, 1153 ნახვა

რეგიონი
შუახევის საჯარო ბიბლიოთეკაში პოეზიის საღამო გაიმართა

შუახევის კულტურის ცენტრის ორგანიზებით,  საჯარო ბიბლიოთეკაში პოეზიის საღამო ჩატარდა.

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პოეზიის საღამოზე ლექსების საჯარო კითხვა და ლიტერატურული დისკუსია მოეწყო.

"თანამედროვე პოეტებმა თავიანთი შემოქმედება დამსწრე საზოგადოებას გააცნეს და მოისმინეს ადგილობრივი, დამწყები ავტორების ლექსები. 

ღონისძიების მიზანს მთაში მცხოვრებ ახალგაზრდებში ლიტერატურის მიმართ ინტერესის გაღვივება და პოპულარიზაცია წარმოადგენდა.

საღამოს, მუსიკალურად აფორმებდა  შუახევის გოგონათა ბენდი და ახალგაზრდული ანსამბლი "იავნანა“.

ღონისძიებას, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, თვითმმართველობის წარმომადგენლები, ლიტერატურის მოყვარული ახალგაზრდები და კულტურის ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ", - ნათქვამია შუახევის მერიის ინფორაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics