22:09 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-28 11:27:35, 1380 ნახვა

რეგიონი
ქედაში ,,გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროგრამის" განმახორციელებელი სერვისის ,,ქალთა ოთახის" მიმდინარე წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

ქედის მუნიციპალიტეტის ,,გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროგრამის" განმახორციელებელი სერვისის ,,ქალთა ოთახის" მიმდინარე წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე მოწვეულ პროექტში მონაწილე ქალებს, ქალთა ოთახების გაერთიანების აღმასრულებელმა დირექტორმა ფატიმა ბოლქვაძემ სერტიფიკატები გადასცა, სოფლად მცხოვრები ქალების გააქტიურების ხელშეწყობის მიზნით, განხორციელებულ პროექტში ,,ქალთა არაფორმალური სადისკუსიო სივრცეების შექმნა სასოფლო დასახლებებში" მონაწილეობისათვის.

მიმდინარე წელს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის და ქალთა ოთახის პროგრამების ფარგლებში ამოქმედდა ორი ახალი ,,ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის მხარდამჭერი მუნიციპალური პროგრამა" და ,,ადგილობრივ დოენზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის" პროგრამა, რომლის ფარგლებში 9 ქალი დაფინანსდა.

ქედის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახი ადგილზე მუშაობს ოთხი მიმართულებით: დასაქმების ხელშეწყობა, ეკონომიკური გაძლიერება და ქალთა ჩართულობის გაზრდა ადგილობრივ დონეზე.
ამ მიმართულებით მიღწეული შედეგები:
• 5 დასაქმებული;
• ქალებისთვის მოპოვებული გრანტი - 34 200 ₾;
• 10 საინფორმაციო კონსულტანტი(მოხალისე) სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულიდან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics