12:14 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-05 13:14:35, 2608 ნახვა

Lifestyle
„შვილის დახრჩობა სცადა“ - ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტს ფიზიკურ და ემოციურ ძალადობაში ადანაშაულებს

მსახიობი ანჯელინა ჯოლი აცხადებს, რომ მისი ყოფილი ქმარი, მსახიობი ბრედ პიტი, მასზე და მათ შვილებზე ფიზიკურად და ემოციურად ძალადობდა. ამის შესახებ ნათქვამია სარჩელში, რომელიც ჯოლიმ 4 ოქტომბერს ლოს-ანჯელესის სასამართლოში შეიტანა. 

დოკუმენტებში ჯოლი დეტალურად აღწერს ჩხუბს, რომელიც სავარაუდოდ მოხდა 2016 წლის სექტემბერში, განქორწინებამდე, როდესაც ის პიტთან და მათ ექვს შვილთან ერთად კერძო თვითმფრინავით საფრანგეთიდან ლოს-ანჯელესში გაფრინდა. ჩხუბის დროს, ჯოლის თქმით, პიტმა მათი ერთ-ერთი შვილის დახრჩობა სცადა და მეორეს სახეში დაარტყა. 

ჩხუბი, ჯოლის თქმით, ჯერ კიდევ დაიწყო, სანამ ოჯახი აეროპორტში მივიდოდა. პიტს კონფლიქტი მოუვიდა ერთ-ერთ შვილთან და როდესაც ჯოლიმ სცადა გაეგო რა მოხდა, ქმარმა ის ბავშვების მიმართ „ზედმეტად პატივისცემაში“ დაადანაშაულა. თვითმფრინავის ბორტზე, მსახიობის თქმით, აბაზანაში შეტაკება მოხდა.

როგორც ჯოლის სარჩელში ვკითხულობთ, ამის შემდეგ პიტმა მუშტით დაარტყა თვითმფრინავის ჭერს და ჯოლიმ აბაზანა დატოვა. მსახიობი ირწმუნება, რომ პიტი მივარდა მათ ერთ-ერთ შვილთან, რომელიც დედის დასაცავად მოვიდა. მსახიობის მიერ შეტანილი საბუთების თანახმად, მან უკნიდან აიტაცა ქმრის შესაჩერებლად, რომელიც ზურგით დაეჯახა სავარძლებს, რის გამოც ჯოლიმ ზურგი და იდაყვი დაიზიანა.

როდესაც თვითმფრინავი დაეშვა, ჯოლიმ თქვა, რომ ის ბავშვებთან ერთად წავიდოდა სასტუმროში. ხუთი დღის შემდეგ ანჯელინა ჯოლიმ განქორწინება მოითხოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics