19:55 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-14 17:37:44, 1549 ნახვა

რეგიონი
ჩეხი ჟურნალისტები აჭარის შესახებ სტატიებს ამზადებენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს ჩეხი ჟურნალისტები სტუმრობდნენ. მედიატურის მონაწილეებმა ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად მთიანი აჭარა მოინახულეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

„ისინი ასევე სტუმრობდნენ მტირალას ეროვნულ პარკს, სადაც ადგილობრივი ტურისტული სერვისებით ისარგებლეს და პარკის უნიკალური ტურისტული ბილიკები დალაშქრეს. ჩეხეთი აჭარისთვის საცდელი ტურისტული ბაზარია, სადაც ტურის შედეგად რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიები, რეპორტაჟები და ბლოგები გამოქვეყნდება.

სექტემბრის განმავლობაში აჭარას ჟურნალისტები ლატვიიდან, ისრაელიდან, საუდის არაბეთიდან და ევრონიუსის სათაო ოფისიდან ეწვევიან. პრეს და ინფოტურების შედეგად აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს წელს ტურსააგენტოს და მედიის 150-მდე წარმომადგენელი გაეცნო, რომლის შედეგადაც უცხოურ მედიაში აჭარის შესახებ 700-მდე სტატია, რეპორტაჟი, ფოტო და ბლოგპოსტი გამოქვეყნდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics