03:33 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-10 16:45:38, 1882 ნახვა

სხვადასხვა
ჟურნალისტს და პუბლიცისტ ალექსანდრ ნევზოროვს პეტერბურგში სახლი და მიწის ნაკვეთი ჩამოართვეს

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ ჟურნალისტ ალექსანდრე ნევზოროვის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და სახლი ჩამოართვა.  მიწის ნაკვთი მდებარეობს ფინეთის ყურის სანაპიროზე, წერს ფონტანკა სასამართლოს პრესსამსახურზე მითითებით. სახლი მდებარებოს ქალაქ  სანტ-პეტერბურგში.

ნევზოროვის ქონების დაკავება ჟურნალისტის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მოხდა რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებების შესახებ ყალბი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების საქმეზე (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 207.3 მუხლი).

შეგახსენებთ, რომ 6 მაისს მოსკოვის ბასმანის სასამართლომ ალექსანდრე ნევზოროვი დაუსწრებლად დააკავა. „ნევზოროვის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებასთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების თარიღი შეირჩა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაკავების მომენტიდან ან რუსეთის ტერიტორიაზე მისი ექსტრადირების მომენტიდან ორი თვით. “- განმარტა სასამართლომ.

ცოტახნის წინ, ალექსანდრე ნევზოროვს და მის მეუღლეს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა.

რუსეთიდან ნევზოროვი მეუღლესთან ერთად მარტში მას შემდეგ გაიქცა, რაც კრემლის უკრაინაში შეჭრა დაგმო. რუსეთის ძალოვანი უწყებები ნევზოროვის დაკავებას „ცრუ ინფორმაციის გავრცელების“ გამო ცდილობენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics