22:05 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-02 17:44:57, 1321 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერის ინიციატივით, დღის ცენტრის ბენეფიციარებთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად, ბათუმის დელფინარიუმში იმყოფებოდნენ

შუახევის მერის, ომარ ტაკიძის ინიციატივით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში,  დღის ცენტრის  ბენეფიციარები , მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად, ბათუმის დელფინარიუმში იმყოფებოდნენ  დელფინების შოუს სანახავად. ბავშვებმა, ბათუმის ცენტრალურ პარკში, გასართობ და შემეცნებით ღონისძიებებშიც მიიღეს მონაწილეობა.

შუახევის მერია, გაწეული ფინანსური მხარდაჭერისთვის, მადლობას უხდის ადგილობრივ ბიზნესმენს, ასლან მჟავანაძეს, რომელმაც სოციალური აქციის ფარგლებში ერთი დღე გაულამაზა დღის ცენტრის ბენეფიციარებს და სიმბოლური საჩუქრები გაუკეთა.

ასევე, აქციის ფარგლებში, ბავშვებს, ტკბილეული და საჩუქრები გადასცა შუახევის თვითმმართველობამ. 

დღის ცენტრის ბენეფიციარებთან ერთად იმყოფებოდნენ შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ფრიდონ ფუტკარაძე, მერის მოადგილე რუსუდან შავაძე.


 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics