01:27 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-03 13:52:13, 876 ნახვა

ეკონომიკა
„ლიბერთი ბანკმა“ ახმეტაში განახლებული ფილიალი გახსნა

„ლიბერთი ბანკმა“ ახმეტაში განახლებული ფილიალი გახსნა, რომელიც 10,000-მდე ფიზიკურ და  100-მდე იურიდიულ პირს სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს.

 ფილიალში ასევე ხელმისაწვდომია „ლიბერთი ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატით სარგებლობა, რომლის გამოყენებითაც მომხმარებელს კომუნალური და სხვა გადასახადების გარდა საკუთარ საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანის, ასევე ლიბერთი ბანკში არსებული ნებისმიერი სესხის დაფარვის შესაძლებლობა ექნება.

 „ლიბერთი ბანკი“ მომხმარებელს მომსახურების სხვადასხვა არხებს სთავაზობს, რომელთა გამოყენებითაც საბანკო მომსახურების მიღება ბანკში მიუსვლელადაც შეუძლია, რაც საბანკო მომსახურებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

ცნობისთვის,  საქართველოს მასშტაბით, „ლიბერთი ბანკს“ მომსახურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს, რაც 629 მომსახურების წერტილს აერთიანებს.

 ამჟამად „ლიბერთი ბანკი“ 1.5 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics