13:53 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-10 11:45:37, 1346 ნახვა

სამხედრო
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ საბაზისო სამხედრო და სალაშქრო კურსი დასრულდა

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ საბაზისო სამხედრო და სალაშქრო კურსი 60- მდე კურსანტმა წარმატებით დაასრულა,- ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კურსის დახურვის ცერემონია დიდგორის ველზე გაიმართა და მას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი დაესწრნენ.

ირაკლი ჭიჭინაძემ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა და მათ წარმატებები უსურვა. ღონისძიება კურსდამთავრებულების დაჯილდოებით გაგრძელდა. კურსის ხელმძღვანელმა გიორგი გაგნიძემ მონაწილეებს სიგელები გადასცა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის „ახალგაზრდულ ლეგიონს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. მემორანდუმის თანახმად, სამხედრო-სამოქალაქო თავდაცვით საკითხებში ახალგაზრდა თაობის ცოდნის ამაღლების მიზნით, ეტაპობრივად იგეგმება და ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ორმხრივი შეხვედრები და კონსულტაციები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics