11:32 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-15 15:46:39, 507 ნახვა

კომენტარი
სახალხო დამცველი - თუ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის პროცესი შეჩერდა, განვახორციელებთ მონიტორინგს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს დღეებში ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის და მათი ოჯახებში ინტეგრაციის პროცესი შეჩერდა, ომბუდსმენი მონიტორინგის განხორციელების გადაწყვეტილებას მიიღებს.

როგორც ის აღნიშნავს, სახლახო დამცველი ბოლო პერიოდში, ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო, იკავებდა თავს ნინოწმინდის პანსიონში ვიზიტის განხორციელებისგან.

„აქამდე, ვინაიდან ჩვენს გამო ძალიან სერიოზული წნეხი და ზეწოლა ხორციელდებოდა ბავშვებზე და ისინი საკმაოდ სტრესულ გარემოში იმყოფებიან, ვინაიდან მათთან მუდმივ რეჟიმში ბოლო კვირების განმავლობაში იმყოფებიან სოციალური მუშაკები, არ გვინდოდა დამატებით მათთვის შეგვექმნა დამატებით დაძაბული და სტრესული გარემო, ამიტომ თავს ვიკავებდით კიდევ ერთი ვიზიტის განხორციელებისგან. თუმცა, თუ უახლოეს დღეებში დავინახეთ, რომ ბავშვების პანსიონიდან გამოყვანის პროცესი, ოჯახებში ინტეგრაციის პროცესი შეჩერდა და არ განხორციელდა ისე აქტიურად, როგორც ბოლო პერიოდში ხორციელდებოდა, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ განვახორციელოთ მონიტორინგი“, -განაცხადა ნინო ლომჯარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics