14:45 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-12 20:32:22, 822 ნახვა

კომენტარი
დირკ ბუშლე „ნამახვანჰესზე“- შეთანხმებას რამდენიმე საკითზე მივაღწიეთ, ერთ-ერთია რკინის ბარიერების მოხსნა და საპოლიციო ძალების გაყვანა

„შეთანხმებას რამდენიმე საკითზე მივაღწიეთ, ერთ-ერთია რკინის ბარიერების მოხსნა და საპოლიციო ძალების გაყვანა“, - ამის შესახებ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრის ხელმძღვანელმა დირკ ბუშლემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებთი დაიწყება ყველა შესაძლო რისკის შესწავლა და ამ რისკების აღმოფხვრაზე მუშაობა.

„საბოლოოდ მოვახერხეთ შეთანხმება სამ ძირითად საკითხზე.

პირველი - ეს არის „ნამახვანის“ პროექტთან დაკავშირებით შევთანხმდით, რომ ჩვენ ვაწარმოებთ რისკების შეფასებას სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობასთან ერთად.

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება რისკები, შემდეგ უკვე ვაწარმოებთ ამ რისკების აღმოფხვრასთან დაკავშირებით დიალოგს და ერთად შევეცდებით, რომ ისინი აღმოვფხვრათ.

მეორე საკითხი ეხებოდა რიონის ხეობაში არსებულ სიტუაციას. კერძოდ, როგორ უნდა მოხდეს მისი დეესკალაცია.

შევთანხმდით რამდენიმე მთავარ საკითხზე. ერთ-ერთი არის რკინის ბარიერების მოხსნა, საპოლიციო ძალების გაყვანა და იქ მყოფი ადამიანებისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლების უზრუნველყოფა, გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება მესამე საკითხს, ეს შეეხებოდა ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრას საქართველოში.

ჩვენ შევთანხმდით, რომ მთავრობა შეადგენს დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს მომავალი 10 წლის განმავლობაში ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკას, მათ შორის განხილული იქნება ჰიდროელექტროსადგურების წილი და როლი მთლიან ენერგოუსაფრთხოებაში.

შემდეგ მოხდება ამ დოკუმენტის განხილვა, სხვა ალტერნატიულ საშუალებებთან ერთად“, - განაცხადა დირკ ბუშლემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics