15:04 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-10 15:13:02, 643 ნახვა

კომენტარი
მეუფე ნიკოლოზი - ძნელია ბავშვი ისე გაზარდო, რომ ხელი არ შეახო

კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია ბავშვის ფიზიკურად დასჯა, თუმცა, მისივე თქმით, ძნელია ბავშვი ისე გაზარდო, რომ ხელი არ შეახო.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, თუ ნინოწმინდის პანსიონში ძალადობის შემთხვევები არსებობს, ეს კრიმინალური დანაშაულია და სასამართლომ უნდა დაადგინოს.

„აქ ლაპარაკია 20 წლის წინანდელ ამბებზე, 15 წლის წინანდელ ამბებზე და მაშინ, როცა ოჯახებშიც კი ხდება ეს დღემდე, ეს არის გადაცდომა. მე ვთვლი, რომ ბავშვი ფიზიკურად არ უნდა დასაჯო, ოღონდ ძალიან ძნელია ბავშვი ისე გაზარდო, რომ ხელი არ შეახო, ლამის წარმოუდგენელია. თუ ლაპარაკია მკაცრ გადაცდომებზე დასჯისას, ეს უკვე კრიმინალური დანაშაულია, ეს უნდა დაადგინოს სასამართლომ“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics