15:04 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-08 20:25:30, 658 ნახვა

კომენტარი
ნიკა მელია - დადასტურდა, რომ პარლამენტს არ ჰყავს არც პარლამენტის თავმჯდომარე, არც არანაირი ლეგიტიმური პირი „ქართული ოცნების“ მხრიდან

„დადასტურდა, რომ ამ პარლამენტს არ ჰყავს არც პარლამენტის თავმჯდომარე, არც არანაირი ლეგიტიმური პირი „ქართული ოცნების“ მხრიდან“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილის მართული ხალხია და მათ სჭირდებათ შველა.

„დღეს ორი უმნიშვნელოვანესი კანონპროექტის განხილვაში უნდა მიგვეღო მონაწილეობა. ესენი იყო ამნისტიის კანონპროექტი და საარჩევნო კანონპროექტი.

ორივე ჯერ მოხსნეს დღის წესრიგიდან და შემდეგ სხდომა დახურეს. ერთი რამ, რაც დღეს დადასტურდა, არის, რომ ამ პარლამენტს არ ჰყავს არც პარლამენტის თავმჯდომარე, არც არანაირი სუვერენული და ლეგიტიმური პირი „ქართული ოცნების“ მხრიდან.

ეს არის თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის მართული ხალხი, ამ ადამიანებს სჭირდებათ შველა, ისინი არიან ტყვეობაში“, - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics