09:14 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-03 19:58:22, 707 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - მინდა მივულოცო ქვეყნის ტურისტულ ინდუსტრიას საქართველოს არჩევა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად

„მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს და პირველ რიგში, ქვეყნის ტურისტულ ინდუსტრიას დღევანდელი მიღწევა. დღეს საქართველო აირჩიეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის  აღმასრულებელი საბჭოს წევრად," - ასე გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოში საქართველოს არჩევას. არჩევნები საბერძნეთში, ქ. ათენში,  ორგანიზაციის ევროპის კომისიის რიგით 66-ე შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა იმ სახელმწიფოთა მთავრობებს, რომლებსაც მხარი დაუჭირეს საქართველოს კანდიდატურას არჩევნებში.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ გლობალური ტურისტული ინდუსტრიის წინაშე არსებული ახალი გამოწვევების დროს, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ჩაერთოს მსოფლიო ტურისტული ინდუსტრიის პრობლემების გადაწყვეტაში. რაც შეეხება იმ სარგებელს, რასაც საქართველო მიიღებს, ესაა საქართველოს შესახებ ინფორმაციის გატანა და მისი ცნობადობის გაზრდა, აგრეთვე ჩვენი ქვეყნის უფრო მეტად წარმოჩენა როგორც მიმზიდველი, უნიკალური და თან უსაფრთხო ტურისტული გარემოსი. ყველას ვულოცავ ამ დიდ მიღწევას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო  35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და წარმოადგენს მტო-ს მმართველ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის ეფექტურ მუშაობას და განიხილავს გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს.    





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics