20:01 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-31 13:24:30, 831 ნახვა

სამხედრო
ნატოს სტანდარტიზაციისა და თავსებადობის თემაზე ტრენინგი დაიწყო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის სამმართველოს პერსონალისა და თავდაცვის ძალების შესაბამისი პროფილის სამხედრო მოსამსახურეებისთვის ნატოს სტანდარტიზაციისა და თავსებადობის თემაზე ტრენინგი დაიწყო.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

"კურსი, რომელიც საქართველოს თავდაცვის უწყების თანამშრომლებისთვის პირველად იმართება, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ და თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მართვის, სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ოსაძემ გახსნეს.

სწავლების მიზანს საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოსთან თავსებადობის კრიტერიუმების განსაზღვრა, ნატოს სტანდარტიზაციის ოფისის მუშაობის პრინციპების და ვებ-გვერდის გამოყენების წესების გაცნობა წარმოადგენს. ხუთდღიანი ტრენინგის განმავლობაში მსმენელები ქვედანაყოფების ნატოს ეგიდით წარმართული მისიების დროს სტანდარტიზაციის მოთხოვნების შესრულებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში ნატოს სტანდარტიზაციის სისტემის როლის შესახებ საჭირო ინფორმაციას მიიღებენ.

კურსს ნატოს შტაბ-ბინიდან მობილური საწვრთნელი ჯგუფის წარმომადგენელი ოფიცრები უძღვებიან. ტრენინგის განმავლობაში ნატოს შტაბბინიდან ონლაინ ჩართვაც განხორციელდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics