18:57 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-17 11:16:28, 639 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი - ბევრი ჩივილი გვესმის, რომ ე.წ კომენდატის საათი არის შემაწუხებელი, ვიმსჯელებთ ამაზე

ბევრი ჩივილი გვესმის ე.წ კომენდატის საათთან დაკავშირებით და ამის თაობაზე ვიმსჯელებთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართება საკოორდინაციო საბჭო და გადაწყვეტილება რეკომენდაციების გათვალისწინებით იქნება მიღებული.

„ჩვენ მთავრობის სხდომის შემდეგ გვექნება საკოორდინაციო საბჭოს სხდომა. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას, სამინისტროს სისტემა ეფექტურად მართავს მდგომარეობას, თუმცა გადავხედავთ, მოგეხსენებათ, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად ტურისტების ნაკადიც იზრდება ქვეყანაში, ეს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ადეკვატურად ვუპასუხოთ ტურისტების შემოდინებას საქართველოში, ბერი გვესმის ჩივილი იმასთან დაკავშრებით, რომ კომენდატის საათი არის შემაწუხებელი, ამის თაობაზე ვიმსჯელებთ, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, იმისდა მიხედვით, თუ როგორი რეკომენდაციები იქნება ჯანდაცვის სამინისტროდან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა - DRI
Starbucks-ი ოფიციალურად შემოდის საქართველოს ბაზარზე
სოციალური სამართლიანობის ცენტრი: პატიმრების კვება საქართველოში სერიოზულ კითხვებს ბადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics