11:22 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-05 11:57:15, 888 ნახვა

კომენტარი
ვახტანგ გომელაური - თუ ამნისტია ნიკა მელიას უნდა შეეხოს, უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არა?!

ყველაზე მძიმე მუხლი ბატონ ნიკა მელიას აქვს მიყენებული, თუ ბატონ ნიკა მელიას უნდა შეეხოს ეს ამნისტია, უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს? - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ამნისტიის შესახებ “ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული კანონპროექტი სამართლიანია.

„მე როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი ამნისტიებს ალბათ, წინააღმდეგობას გავუწევდი. ასე ვთქვათ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მთელი ევროპის პოლიტიკოსები იყვნენ ჩართული, მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა, აქედან გამომდინარე გადაწყდა, რომ უნდა მიეღოთ ეს ამნისტია.

მე არ ვთვლი, რომ უსამართლოა, რომ პოლიციელებსაც ეხებათ, რა თქმა უნდა, არა იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ და აქედან გამომდინარე, პოლიციელებს ვიცავ. მაშინ ასე შევხედოთ, ყველაზე მძიმე მუხლი ბატონ ნიკა მელიას აქვს მიყენებული, თუ ბატონ ნიკა მელიას უნდა შეეხოს ეს ამნისტია, უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს, კითხვას ვსვამ, ეს ხომ უსამართლობა იქნებოდა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics