00:03 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-22 16:31:21, 681 ნახვა

კომენტარი
გურამ გურამიშვილი: უკრაინასთან ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობა, ჩვენი სატრანსპორტო კორიდორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია

უკრაინასა და საქართველოს შორის საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების ნებართვების გაცვლის პროცედურის თაობაზე ელექტონული საინფორმაციო სისტემების შექმნა იგეგმება. შესაბამის მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დღეს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა და უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დმიტრო აბრამოვიჩმა, რომელიც საქართველოში უკრაინის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

გურამ გურამიშვილის განცხადებით, მხარეები ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიების საავტომობილო გადაზიდვებში დანერგვის პროცესში თანამშრომლობის შედეგად ეტაპობრივად შეძლებენ დღეისთვის არსებული ნებართვებისა და  კონტროლის სისტემის სრულად ციფრულ ფორმატში გადაყვანას, რაც საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების სფეროში ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებების მრავალწლიან თანამშრომლობას უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს.

„ჩვენი კორიდორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია  უკრაინასთან საავტომობილო მიმოსვლის პერსპექტივები, შესაბამისად, გაფორმებული მემორანდუმი  ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის საავტომობილო მიმოსვლისა და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო  განვითარებას" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

მისივე ინფორმაციით, უკრაინულ მხარესთან ერთად ასევე განიხილეს შავ ზღვაზე კავშირების გაუმჯობესების საკითხები, რომლის ძირითადი მიმართულება არის საბორნე და საკონტეინერო გემების რეგულარული მიმოსვლა როგორც რეისების რაოდენობის გაზრდის ასევე შავზღვაში დამატებითი ახალი ბორნების დაყენების კუთხით.

„ვიმსჯელეთ ასევე მომავალ გეგმებზე საქართველოსა და უკრაინის რკინიგზების წარმომადგენლებთან ერთად და უახლოეს მომავალში გვექნება კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან შავ ზღვაზე სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებას" - აღნიშნა გურამ გურამიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics