15:15 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-20 16:42:30, 751 ნახვა

სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ისრაელის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ისრაელის ელჩს რან გიდორს შეხვდა.

მინისტრმა საქართველოს ტერიტორული მთლიანობის, ასევე სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის ისრაელის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა და ჩვენი ერების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა ხაზგასმით აღნიშნა. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელის თავდაცვის სამინისტროებს შორის გაფორმებული „ურთიერთგაგების მემორანდუმის“ მნიშვნელობაზე, რომელიც კიბერუსაფრთხოების, საჰაერო თავდაცვის, რეზერვისა და მობილიზაციის, სამხედრო განათლებისა და სამხედრო პოლიციის საკითხებში თანამშრომლობის საკითხებს ითვალისწინებს.

შეხვედრაზე ისრაელთან სამხედრო წარმოების კუთხით თანამშრომლობის პრიორიტეტულობაზეც ისაუბრეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ისრაელთან ერთობლივი საწარმოების შექმნაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics