2021-04-06 20:11:19, 892 ნახვა
კომენტარი
ლიეტუვის პრეზიდენტი - საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტორი NATO-ში გაწევრიანების პროცესს ართულებს
„საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტორი ნატო-ში გაწევრიანების პროცესს ართულებს“, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პროცესების გართულების მიუხედავათ, ამ ფაქტორს ნატოში გაწევრიანების შეჩერება არ შეუძლია.
„საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტორი ნატო-ში გაწევრიანების პროცესს ართულებს.
დიახ, ამის გამო ვითარება რთულია, შემთხვევით არ დაწყებულა აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი და მოხდა ყირიმის ანექსია.
იგივე ხდება სხვა სახელმწიფოებშიც, რომლებიც ნატო-ში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან, მე უპირველს ყოვლისა, საქართველოზე ვსაუბრობ.
ეს ფაქტორი ართულებს პროცესს, თუმცა მისი შეჩერება მას არ ძალუძს. ამიტომ, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა აუცილებელი რეფორმის განხორციელება“,- განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,