12:49 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-06 17:44:34, 637 ნახვა

სამხედრო
სამხედრო ჰოსპიტალში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ტრენინგი ჩატარდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექციის წარმომადგენლებმა ჰოსპიტალის სამედიცინო და ადმინისტრაციულ პერსონალს საკანონმდებლო ცვლილებები და ევროკავშირის რეკომენდაციები გააცნო.

შეხვედრაზე ასევე პერსონალურ მონაწემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო კონვენციებით დადგენილი მოთხოვნები განიხილეს. მონაწილეებმა პრაქტიკულ მაგალითებზე, სხვა ქვეყნებში არსებულ მდგომარეობასა და მათ გამოცდილებაზეც იმსჯელეს.

ინსპექციის აპარატის პროექტების მენეჯერის ნატალია მიქელაძის განცხადებით, ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მოქალაქეებისთვის უფლებებისა და დაცვის სამართლებრივი მექანიზმების ცოდნა აუცილებელი და მნიშვნელოვანია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics