15:39 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-06 09:34:12, 632 ნახვა

სამხედრო
ორფოლოს სამხედრო პოლიგონზე გეგმიური საველე სწავლება დასრულდა

ორფოლოს სამხედრო პოლიგონზე მე-3 ქვეითი ბრიგადის გეგმიური საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაიწყო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნებში 31-ე ბატალიონის გაძიერებული ასეული და მესამე ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დანაყოფი მონაწილეობდა.

საჩვენებელ საველე სწავლებას დასავლეთ სარდლობის ხელმძღვანელი პოლკოვნიკი მიხეილ სადუნიშვილი და მესამე ქვეითი ბრიგადის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი როლანდ კიკნაველიძე დაესწრო. საველე წვრთნის დროს მესამე ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა თავდაცვითი ოპერაცია აწარმოა.

ოპერაციის შესრულებისას 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეულს დამოუკიდებლად უნდა გამოეძახებინა საარტილერიო მხარდაჭერა და კოორდინატებიც თავად გადეცა. სწავლების დროს გამოყენებული იყო სხვადასხვა ტიპის ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება. მეცადინეობისას სამხედრო ხელმძღვანელობამ ქვეითი ასეულის და საარტილერიო დანაყოფის კოორდინირებული მოქმედებები შეფასეს. ს

ამხედრო სწავლება 22 სექტემბერს დაიწყო და დღეს დასრულდა. წვრთნებში მე-3 ქვეითი ბრიგადის არტილერისტებთან ერთად 140 ქვეითი ჯარისკაცი მონაწილეობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics