12:13 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-30 18:09:10, 782 ნახვა

რეგიონი
ზუგდიდის გამგებელმა წარმომადგენლებისგან ანგარიში მოისმინა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია დღეს, გამგეობაში ადმინისტრაციულ ერთეულებში თავის წარმომადგენლებს და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს შეხვდა.

მუნიციპალიტეტის გამგებელმა რწმუნებულებისგან მიმდინარე წელს განხორციელებული სამუშაოების შესახებ ანგარიში მოისმინა, რა ეტაპზეა, როგორ მიმდინარეობს და რა საჭიროებებია კონკრეტულ სოფელში.

რწმუნებულებმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ მოკლე მოხსენებები გააკეთეს. მიმდინარე წელს ზემოთხსენებული პროგრამის ფარგლებში შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა: საკანალიზაციო მილების სარეაბილიტაციო სამუშაოები, საბავშვო ბაღების კეთილმოწყობა და აღდგენითი სამუშაოები, მინი საფეხბურთო სტადიონების,სანიაღვრე არხებისა და მოსაცდელების მოწყობა, გამრიცხველიანება, საავტომობილო გზების მოასფალტება – მოხრეშვა, ხიდ–ბოგირების რეაბილიტაცია, ბიბლიოთეკების მოწყობა, გარეგანათების დამონტაჟება, ადმინისტრაციული ცენტრების კეთილმოწყობა და სხვ.

ახალაბასთუმანის რწმუნებულმა მზია მითაგვარიამ საბავშვო ბაღში არსებულ პრობლემაზე ისაუბრა. მისივე ინფორმაციით ბაღში, სადაც 35 აღსაზრდელი ირიცხება საძინებელი ოთახი არ არსებობს.

მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ, ააიპ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა დირექტორს ციცანა თოლორაიას აღნიშნულზე პროექტის შედგენა და ზუსტი ხარჯთაღიცხვის წარდგენა დღესვე მოსთხოვა, რათა ახალაბასთუმნის საბავშვო ბაღისთვის უახლოეს დღეებში საჭირო რაოდენობის ლოგინი იქნეს შეძენილი.

ედიშერ თოლორაიას განცხადებით, მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 19 საბავშვო ბაღს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები.

„ამ კუთხით მუშაობა მომავალ წელსაც გაგრძელდება, რადგან ჩვენი მიზანია აღმოვფხვრათ სააღმზრდელო დაწესებულებებში არსებული ყველა პრობლემა. მთავარია, ბავშვები მათთვის კომფორტულ გარემოში გაიზარდონ“, – განაცხადა ედიშერ თოლორაიამ.

მუნიციპალიტეტის გამგებელმა თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელებული პროექტების ხარისხიანობაზე პასუხისმგებლობა რწმუნებულებს დააკისრა. და კიდევ ერთხელ მოუწოდა, მაქსიმალურად ჩაერთონ პროექტების განხორციელების პროცესში.

მუნიციპალიტეტის გამგეობაში მსგავსი ფორმატის შეხვედრები ყოველკვირეულად იმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics