01:41 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-28 12:08:01, 1486 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციას ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნული ბატალიონის პარტნიორის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციასა და ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონს (MNMPBAT) შორის პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი სამხედრო პოლიციის უფროსმა, თავდაცვის პოლკოვნიკმა გიორგი ბუბუნაურმა, ნატოს მხრიდან კი, ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნულ ბატალიონში შემავალი ქვეყნების: პოლონეთის, ხორვატიის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის სამხედრო პოლიციის უფროსებმა მოაწერეს.

ხელმოწერის ცერემონიალი პანდემიის გამო დისტანციურად გაიმართა. პარტნიორობის შეთანხმება ხელს შეუწყობს სამხედრო პოლიციის ბატალიონების, როგორც ნატოსთან აფილირებული ქვედანაყოფების განვითარებას, რაც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში განსაზღვრულ, სამხედრო პოლიციის ინიციატივის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს. სამხედრო პოლიციისათვის პარტნიორის სტატუსის მინიჭების შეთანხმება თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტს მოიცავს და ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის ოპერაციებში, ტრენინგებსა და სწავლებებში მონაწილეობაზეა ფოკუსირებული.

პარტნიორობა 2022 წლის ბოლოსთვის საქართველოს სამხედრო პოლიციის ოცეულის ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის სრული წევრობისთვის (Participant Status) მომზადებას ისახავს მიზნად. შეთანხმება ცალსახად წარმოაჩენს უფრო მეტი საქართველოს არსებობას ნატოში, რაც სამხედრო პოლიციის შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააძლიერებს და ნატოსთან თავსებადობას გააღრმავებს.

ხელმოწერის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში საქართველოში მუდმივად მოვლენილი ნატოს ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე, პოლკოვნიკი მარიან დორკა (რუმინეთი), საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ადამ ავძიეჟი და სამხედრო პოლიციის ინიციატივის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი პიოტრ პავლიცა დაესწრნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics