|
2015-09-26 10:53:48, 746 ნახვა
სამართალი
შსს-მ მუხიანში ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1955 წელს დაბადებული შოთა მ. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, მუხიანის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკებისას, თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ორ მეზობელს - 1969 წელს დაბადებულ ნუგზარ ა-ს და 1952 წელს რევაზ ბ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილები ადგილზე გარდაიცვალნენ. სამართალდამცველებმა შოთა მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109 მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)