09:09 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-25 20:53:43, 730 ნახვა

სამართალი
სასჯელაღსრულების სამინისტრო: საქმის ხელახალი გადახედვის მოთხოვნით მოშიმშილე პატიმრების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულების გ.ო.-ს და შ.რ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც საქმის ხელახალი გადახედვის მოთხოვნით 11 დღეა შიმშილობენ, დამაკმაყოფილებელია.

მათივე ცნობით, ორივე მათგანი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.  მსჯავრდებულები შიმშლობის შეწყვეტას ხვალ გეგმავენ.

გ.ო. და შ.რ-ს ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტის წინ გამართეს. ისინი საქმის გადახედვას და მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებას მოითხოვდნენ. 

უწყებაში განმარტავენ, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო  მსჯავრდებულ შ.რ.-ის საქმის განხილვას 5 ოქტომბრამდე დაიწყებს. რაც შეეხება მსჯავრდებულ გ.ო.-ს, მისი პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი 2017 წლის 30 მარტიდან განიხილება, რადგან  მსჯავრდებული 2012 წლის 3 დეკემბრამდე უკვე იყო ნასამართლევი საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მეორე და 187 მუხლის პირველი ნაწილით და მას დაემატა წინა განაჩენით მოუხდელი სასჯელი 4 წლის, 11 თვის და 26 დღის სახით.

გ.ო. და შ.რ. მსჯავრდებულები არიან 06.07.2012 წლის ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის(ყაჩაღობა). 

მსჯავრდებული გ.ო. და შ.რ. 2011 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. ისინი სასჯელს ქსნის #15 დაწესებულებაში იხდიან. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics