10:05 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-29 13:20:23, 1458 ნახვა

სამხედრო
სამხედრო მოსამსახურეებისთვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების ID ბარათები მზადდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შექმნას ისახავს მიზნად, კიდევ ერთი პროექტის განხორციელება დაიწყო. „ყველაფერი საუკეთესო ჯარს“ ინიციატივის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ გაუმჯობესებული ID ბარათებით ისარგებლონ. ამერიკულ მოდელზე დაყრდნობით შემუშავებული ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბარათების დამზადება უკვე დაწყებულია. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს სიახლე და ახალი ბარათის უპირატესობები საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ყოლბაიამ გააცნო.

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადებული, ახალი დიზაინის ID ბარათი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით გამოირჩევა და წინა ბარათთან შედარებით უფრო დაცულია. ახალი ID ბარათები ჯარისკაცებსა და მათი ოჯახის წევრებს სხვადასხვა სექტორსა და დაწესებულებაში, შეღავათებითა და ფასდაკლებებით სარგებლობის საშუალებას მისცემს. ამ მიზნით, თავდაცვის სამინისტრო განათლების, საბანკო, გამომცემლობის, სავაჭრო, სპორტის და სხვა სფეროებთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

პროექტი სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესებას, სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციასა და კერძო სექტორთან ერთად, სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, სამხედრო მოსამსახურეებისთვის მაქსიმალურად შეღავათიანი პირობების შეთავაზებას ითვალისწინებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics