|
2020-10-24 17:11:23, 1015 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი ხონში დასრულებულ ინფრასტრუქტურულ და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხონში, დასავლეთ სარდლობის ტერიტორიაზე დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო. მან დასავლეთ სარდლობის შტაბის შენობა და ყაზარმები დაათვალიერა. ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, ჯუანშერ ბურჭულაძესა და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად, მე-6 საარტილერიო ბრიგადის, საინჟინრო ბატალიონისა და დასავლეთ სარდლობის ტერიტორიაზე დასრულებული შენობა-ნაგებობები დაათვალიერა. ხონში მდებარე მე-6 საარტილერიო ბრიგადის, საინჟინრო ბატალიონის და დასავლეთ სარდლობის ტერიტორიაზე ყაზარმების სრული შიდა და გარე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა. ყველა შენობა უმაღლესი სტანდარტით მოეწყო და აღიჭურვა სველი წერტილებით, დამონტაჟდა კონდიცირება - ვენტილაციის სისტემები, სრულად განახლდა ოთახები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება საკანალიზაციო და საინჟინრო ქსელებს, მოხდა გარე ფასადების რეკონსტრუქცია, ტერიტორიის გამწვანება და გარე განათების დამონტაჟება.
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)