19:33 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-14 16:19:34, 1194 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმს საჩუქრად ექსპონატები გადასცა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მუზეუმს საჩუქრად საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის იარაღები გადასცა. კასპში მინისტრთან ერთად თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და „ქართული ოცნების“ გორისა და კასპის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი ხოჯევანიშვილი იმყოფებოდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილმა მუზეუმში დაცული ექსპონატები - გენერლის მემორიალური ნივთები, მის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფოტო და დოკუმენტური მასალა, ეთნოგრაფიისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები დაათვალიერა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გენერლის ღვაწლსა და ქვეყნის წინაშე მის დამსახურებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თითოეული სამხედრო მოსამსახურისთვის გენერალი მაზნიაშვილი სამაგალითოა.

საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი 1990 წლიდან ფუნქციონირებს. სახლ-მუზეუმს სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლახან ჩაუტარდა. კერძოდ, შეიცვალა შენობის კარ-ფანჯრები, აივანი და კიბის მოაჯირები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics