17:51 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-10 11:12:20, 687 ნახვა

სამართალი
ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ბათუმში, თამარის დასახლებაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ–ის 108–ე და 236–ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა–შენახვას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, ბათუმში გვიან ღამე ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.

შემთხვევის ადგილზე ორივე ახალგაზრდა - მ.შეროზია და მ.მუპუტაძე სტუმრად იმყოფებოდნენ. ისინი დაახლებით ღამის 02:00 საათზე ქუჩაში გაიყვანეს.  ადგილობრივების ინფორმაციით, შელაპარაკება გოგოს მოტაცების გამო მოხდა. ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ორი გასროლის ხმა იყო. სროლის შედეგად მ.შეროზია და მ.მუპუტაძე დაიჭრნენ. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ადგილიდან მიიმალნენ.

„ექსპრესნიუსი“ დეტალების გარკვევას ცდილობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics