2020-07-20 12:14:29, 19653 ნახვა
ომი უკრაინაში
ქვეყანაში 11 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 4 შემოტანილია, 7 კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია
ქვეყანაში 11 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 4 შემოტანილია, 7 კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„11 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 4 გახლავთ შემოტანილი შემთხვევა და ესენი არიან სატვირთო ავტომანქანების მძღოლები, ხოლო დანარჩენი 7 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია. უმეტესობა მათგანი არის საკარანტინე სივრციდან, ნაწილი კიდევ დადასტურებული არის ადგილზე, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით”, - გნაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში კოვიდ19-ის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი პირი კი გამოჯანმრთელდა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან